პროექტ–გაკვეთილი
- პროექტის სახელწოდება: დედამიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები
- პროექტის მოკლე აღწერა: დედამიწა ის ადგილია, სადაც სულიერი ორგანიზმები ცხოვრობენ,სადაც ვხარობთ მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით.
- პროექტის სრული აღწერა: დედამიწა მრგვალია და ის მზის გარშემო ბრუნავს, მთვარე კი დედამიწის ირგვლივ ბრუნავს. მზე ათბობს და ანათებს მას. მზე ერთ–ერთი ვარსკვლავია, ის ძალიან ცხელია. ვარსკვლავების დანახვა მხოლოდ ღამითაა შესაძლებელი. მზე რომ არ იყოს დედამიწა რამდენიმე წამში გაიყინებოდა.
- მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი
- პროექტის ვადა: 22.03–22.04
- პროექტის შესაძლო აქტივობები: მოიძიონ ინფორმაციები დედამიწის შესახებ დაკვირვებით, შეადარონ ბუნების წიგნში მოცემული ფაქტები ინგლისურის სახელმძღვანელოში მოცემულ ფაქტებს.დასვან კითხვები, მოიტანონ სურათები, დახატონ ნახატები. ამავდროულად ქართულიდან თარგმნონ სიტყვები დაეუფლონ უცხოურ ლექსიკას.
- მოსალოდნელი შედეგები: შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევები, დაინტერესდებიან უფრო მეტის გაგებით. შექმნილი ნახატებითა და სხვა მასალით ისინი გამოავლენენ სხვადასხვა უნარებს.
- სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს და დააინტერესებენ სხვებსაც მეტი გაიგონ დედამიწის შესახებ.
- სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
- კავშირი სხვა საგნებთან: ბუნება,გეოგრაფია, ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიები,ისტორია, ეკოლოგია.
- პროექტის ხელმძღვანელები: თინათინ კვირკველია(ბუნების მასწ.) და ასმათ ესართია (ინგლისურის მასწ.).
- მასწავლებლის ელ.ფოსტა:asmatesartia@gmail.com
- პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: asmatesartia.blogspot.com
- იხილეთ პრეზენტაცია:
სურათებიhttps://drive.google.com/folderview?id=0BwqNjwaGBbPKWWJDT1pueU9saDA&usp=sharinghttps://docs.google.com/file/d/0BwqNjwaGBbPKNkZzNHU5dVJwLU0/edit?usp=sharing
https://docs.google.com/file/d/0BwqNjwaGBbPKNVhaQnN6ajhLVTg/edit?usp=sharing